
ეს ლექსი მიუძღვნა მამა პეტრემ მაია ასათაინის შვილის ხსოვნას
მამა პეტრემ მაია ასათაინის შვილის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა:
ქარმა მოყარა ნისლები,
აგვიცივდება
მარტიდან.
და დროა გამოფხიზლების,
ანგელოზივით
აფრინდა
გოგონა-ნაზი ენძელა,
ცას აცდენილი თვალებით.
მიწას მოწყვეტა ეძნელა,
ასტკივდა ნაიარევი...
ლოცვა იღვრება ნისლებად,
ღამეს ცრემლები უვლიდა,
ღმერთს ანგელოზად მიყვება,
გოგონა გაზაფხულიდან...
კომენტარი