
ავარია გორში - დაშავებულია ორსული, რომელიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა
ავარია გორში - ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო
პოლიცია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
კომენტარი