
თბილისში, სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
თბილისში, ამაღლების 12 ნომერში მდებარე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. კოვიდ 19- ით ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისათვის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულ სუპერმარკეტს დეზინფექცია ჩაუტარდა და სუპერ მარკეტების ქსელმა მაღაზია ახალი თანამშრომლებით დააკომპლექტა.
კომენტარი