
ჰაკერები „ფეისბუკის“ განადგურებას 5 ნოემბერს აპირებენ
Aninymous-ის ჰაკერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე კიბერშეტევას 5 ნოემბერს გეგმავს. ისინი თანამოაზრეებს გაერთიანებისკენ და „სიმართლის სახელით ფბ-ს განადგურებისკენ“ მოუწოდებენ.
ჰაკერთა რისხვის მიზეზი ის გახდა, რომ მათი თქმით, „ფბ ინფორმაციას სამთავრობო სტრუქტურებზე ჰყიდის და პირად ინფორმაციას იუზერების შესახებ უშიშროების სამსახურებს აწვდის“, - აცხადებენ ისინი.
მათი თქმით, სერვისი უფასო არ უნდა იყოს. „რადგან ფბ მომხმარებლებს უფასო მომსახურებას სთავაზობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სხვა გზით, ანუ პირადი მონაცემების გაყიდვით შოულობს ფულს“, - ასკვნიან ჰაკერები.
კომენტარი