სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოროშკინა მოსამართლესთან „საქმის ჩაწყობას“ ცდილობდა

სასამართლომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა მოსამართლესთან განხორციელებული ზარის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

2013 წლის 29 იანვარს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განხილული იქნა საქმის მასალები მოსამართლესთან კომუნიკაცის წესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

"საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ საჯარო მოსამსახურე ლალი მაროშკინას მიერ მოსამართლესთან 2013 წლის 24 იანვარს, 23:31 საათზე განხორციელებული სატელეფონო საუბარი (რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების მიმართ ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელების მითითებას) მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დამრღვევად ცნო და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ლალი მოროშკინა 2500 ლარით დააჯარიმა, აქვე სასამართლომ ჯარიმის თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა ლალი მაროშკინას მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100