„როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, შენ მამხნევებდი...“ - ნატალია ყიფშიძის ემოციური წერილი მამას
ნატალია ყიფშიძე მამას, გიორგი ყიფშიძეს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო მამიკო, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ მომეცი საშუალება, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, შენ მამხნევებდი, რომ უკეთ გავმხდარიყავი, არასდროს განმსჯიდი და ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ჩვენ ორივე ვხედავდით, როგორ ვიზრდებოდით ერთად და სწორედ ამის გამოა, რომ მეგობრები ვართ. გილოცავ დაბადების დღეს, მამიკო, შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ“ - წერს ნატალია.
კომენტარი