თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად, სავარუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთისკენ გადაადგილდება
გამტაცებელი და 3 მძევალი, რომლებმაც დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვეს ზუგდიდი, არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდებიან. გამტაცებელი, სავარაუდოდ კვალის არევის მიზნით გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
შეიარაღებულმა პირმა, ხელყუმბარით ხელში, ბანკის შენობა, დაახლოებით ორი საათის წინ, სამ მძევალთან ერთად დატოვა.
თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციისსამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.
გათავისუფლებული მძევლები კი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კომენტარი