სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო მოკვეთილი ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100