სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ჰერბალაიფის“ ექსპერტის , ალექსანდრ მარტაჩინჩუკის რჩევები იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ საღამოს კოქტეილი ფორმულა 1

სასტუმრო "IOTA HOTEL TBILISI-ში”, კომპანია Herbalife-ის ახალი პროდუქტის, "საღამოს კოკტეილის " პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება 2 ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში კომპანიის ექსპერტებმა პრეზენტაციები წარადგინეს და დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ახალი პროდუქტის შესახებ. მეორე ნაწილი კი დაეთმო კულინარიულ შოუს, შეფმზარეულ და კულინარიული აკადემიის ლექტორთან ნუცა ბაიაძესთან ერთად, რომელმაც სტუმრების თვალწინ დაამზადა კოკტეილები და დეტალურად ისაუბრა კოკტეილების შემადგენელი თითოეული ინგრედიენტის დადებით მხარეებზე. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე დაეგემოვნებინათ კომპანიის პროდუქცია.

კომპანია HERBALIFE-ს პროდუქტები 30 წელზე მეტია მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება კვების ხარისხის გაუმჯობესებაში და შედეგად ეხმარება მათ გახადონ საკუთარი ცხოვრება უფრო ჯანსაღი და აქტიური.

ძალიან ბევრი ჩვენთგანი ცდილობს მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაიცვას დიეტები, ივარჯიშოს, თუმცა ცოტას აქვს დრო და ნებისყოფა ამ ყოველივეს შესასრულებლად.

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება კომპანია „ჰერბალაიფის“ ექსპერტი, ექიმი, დიეტოლოგი, გასტროენტეროლოგი, ალექსანდრე მარტაჩუნკი. ის კომპანია Herbalife-ის ახალი პროდუქტის, "საღამოს კოკტეილის ფორმულა 1 -ის" პრეზენტაციას დაესწრო. ჩვენ კი მას კომპანიის მოკლე ექსკურსი და ამავე დროს, კოქტეილის გამოყენების შესახებ რჩევები ვთხოვეთ:

ალექსანდრე მარტაჩუნკი: მე კომპანია ჰერბალაიფში 2013 წლიდან ვარ, რასაც ვუყურებ ის დროსთან ერთად უფრო მეტად იხვეწება, ვითარდება და ფეხს უწყობს ყველა სიახლეს, ჩნდება ახალ–ახალი პროდუქტები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს სწორ კვებაში .

ყველა ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური, ზოგს მეტი კალცი სჭირდება, ზოგიერთებს იოდის ნაკლებობა აქვს, ზოგს კი უბრალოდ ზედმტი წონა აწუხებს. არიან ადამიანები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული და უბრალოდ ცდილობენ შეინარჩუნონ საკუთარი წონა და სხეული უფრო მეტად მიმზიდველი გაიხადონ. ამ ყველა მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია შეიქმნას პროდუქტები, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს

როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა იმისა, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოება დაწყებულიყო, გამოიწვია თუ არა ეს პრობლემის აქტუალურობამ?

დიახ, რა თქმა უნდა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზედმეტ წონასთან საბრძოლველად დიეტები ნაკლებად ეფექტურია ან საერთოდ არ აქვს ეფექტი. ამასთან, ეს პროცესი თვითონ ძალიან მძიმეა და როგორც კი შეწყვეტ დიეტას , მაშინვე იწყებ იმ წონის აკრეფვას, რომელიც ამდენი ძალისხმვის შედეგად დაიკელი. სწორედ ამიტომაც გაჩნდა ეს ბრენდი, რომელიც ეხმარება ადამიანს წონის დაკლებაში ზედმეტი სტრესის გარეშე. ის ცილოვანი პროდუქტები, რომელიც გამოყენებულია მისი წარმოებისთვის, ეხმარება ადამიანს მიიღოს სასურველი შედეგი. ასევე მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი შეგრძნებები, ისეთი როგორიც არის შიმშილი, ვინაიდან სწორედ შიმშილის გამო არის ის , რომ ადამიანი ვერ თოკავს თავს და იწყებს ჭამას უზომოდ.

რომელ ქვეყნებში არის თქვენი ბრენდი ხელმისაწვდომი და რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია ის საქართველოში?

ჰერბალაიფი მსოფლიოს 90 – ზე უფრო მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც თქვენ წახვალთ, შეგიძლიათ იკითხოთ ჰერბალიაფი და ნახოთ, რამდენად კმაყოფილია მისი გამოყენებით ხალხი, ნახოთ შედეგები, რომელიც ადამიანებმა სწორედ სწორი კვების წყალობით მიაღწიეს და უბრალოდ ნახოთ მათი ახალი ცხოვრება

აქვს თუ არა ჰერბალიაფის გამოყენებას რაიმე სახის შეზღუდვები, ანუ რამდენად რეკომენდირებულია ის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და აქვს თუ არა მას გვერდითი მოვლენები?

პროდუქცია გამოცდილია ყველა თვალსაზრისით, თუმცა მისი გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა და ბავშვებმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰერბალაიფი მას ზიანს მოუტანს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ცნობილ სპორტსმენთან, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სპორტში არის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ყველაზე დიდი კონტროლი, მაგალითად: არ იყოს დოპინგი ან სხვა ისეთი პროდუქტი, რომლის მიღებაც დაუშვებელი და ზიანის მომტანია .

ის , რომ ჩვენი კომპანიის სარეკლამო სახე არის ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო, არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, თუ რამდენად უსაფრთხოა ჰერბალაიფის პროდუქციის მიღება.

და ბოლოს, იმ ახალ კოქტეილზეც გვიამბეთ, რომლის პრეზენტაციაც გამართეთ თქვენ საქართველოში

"საღამოს კოკტეილის ფორმულა 1”, დაეხმარება ადამიანებს სწორ კვებაში. ისინი შეძლებენ საღამოს კვება შეცვალონ სწორედ ამ კოქტეილით .

ზოგადად , ადამიანის ფსიქოლოგია ასეთია, მას ყველაფერი გამარტივებული უყვარს, ჰერბალაიფმა კი, უკვე გამზადებული პროდუქტი შესთავაზა მას, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს. როდესაც ადამიანს რაღაცას უკრძალავ და ალტერნატივას არ სთავაზობ, ამით შესაბამის შედეგს ვერ მიაღწევ, ჩვენ კი ვთავაზობთ მას ალტერნატივას, რომელიც არის ჯანსაღი, უებარი და რაც მთავარია შედეგიანი.

საღამოს კოქტეილი ფორმულა 1 – ეს არის ვახშამზე ან საღამოს მსუბუქად წასახემსებლად გამზადებული კომპლექსი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტებისგან, ფიტონუტრიენტებისა და უჯრედისისგან, რომლებიც ორგანიზმს სამშენებლო მასალებით ამარაგებს და საკვების მომნელებელი სისტემის ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის შეიცავს ამინმჟავა L-ტრიპტოფანს, რომელიც ჩაძინების დროის შემცირებას ეხმარება და ასევე დადებითად შეიძლება იმოქმედოს ძილის ხარისხზე. კოქტეილის ნაზავს აქვს სასიამოვნო ნეიტრალური გემო, ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცივი, ასევე თბილი კოქტეილების მოსამზადებლად. საღამოს კოქტეილი ფორმულა 1 თავსებადია ბოსტნეულთან, ხილთან და სხვა პროდუქტებთან. Herbalife-ის ახალმა პროდუქტმა უკვე მიიღო „2017 წლის ინოვაციური პროდუქტის“ პრემია ნომინაციაში „საკვები პროდუქტი დიეტური პროფილაქტიკური კვებისთვის“.

„საღამოს კოქტეილით ჩვენს კლიენტებს გაუადვილდებათ უთხრან „არა“ საღამოს საკვების გადამეტებით მიღებას და „დიახ“ - სრულფასოვან ძილს“, - განაცხადა ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოსვლის კომენტირებისას კომპანია Herbalife-ის გენერალურმა დირექტორმა, გაყიდვების, მარკეტინგის და სერვისის უფროსმა მენეჯერმა ირინა სილინამ. – „ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის ფარგლებში რესპოდენტების 92%-მა აღნიშნა, რომ საღამოს კოქტეილი დაეხმარა მათ, რომ არ მიიღონ ზედმეტი საკვები საღამოს და მონაწილეთა 78%-მა განაცხადა, რომ საღამოს კოქტეილის გამოყენების შემდეგ მათი ძილი გაუმჯობესდა. საღამოს კოქტეილი ფორმულა 1 - ჩვენი პროდუქტების პორტფელის დიდი ხნის ნანატრი შევსება გახდა. ამიერიდან ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ დაბალანსებული საუზმე Herblalife-ისგან, არამედ ვახშამიც“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100