თიბისი ბანკმა სტუდენტური კონკურსის „მისია 2015“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თიბისი ბანკმა სტუდენტური კონკურსის, „მისია 2015“-ის გამარჯვებული გუნდები ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია თიბისი გალერეაში გაიმართა და მას სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე დაესწრნენ.თიბისი ბანკის საპრიზო ფონდი 5000 ლარი, გამარჯვებულ 3 გუნდზე შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - 2500 ლარი II ადგილი - 1500 ლარი III ადგილი - 1000 ლარი.დაჯილდოების ცერემონიამდე, სპეციალურად ამ პროექტის ფინალისთვის მოწვეულმა ჟიურის წევრებმა 6 ფინალისტი გუნდის პრეზენტაცია მოისმინეს და მათგან სამი გამარჯვებული გამოავლინეს. ჟიურის წევრებს შორის უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, „თიბისი ბანკის“ საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" დირექტორი ირინა ჯავახაძე, "საბას" პროექტის ხელმძღვანელი მაიკო ძირკველიშვილი, „ჯეოსელის“ მედიასთან ურთიერთობის ექსპერტი თაკო როდონაია და ინტერნეტჟურნალის „მარკეტერი“ დამფუძნებელი აკო ახალაია იყვნენ.თსუ-ს სტუდენტური კონკურსი „მისია 2015“ მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. 2015 წელს პროექტი თიბისი ბანკთან ერთად ჩატარდა და თსუ-ს სტუდენტებმა მარკეტინგული განვითარების გეგმები (პრეზენტაციები) ელექტრონულ წიგნების სახლ „საბაზე“ მოამზადეს. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და „საბას“ წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს.ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ ყველა ფინალისტი 50 ელექტრონული წიგნით დააჯილდოვა. თიბისი ბანკმა და უნივერისტეტმა კი ყველა ფინალისტს სერთიფიკატებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
კომენტარი