საკუთარი არჩევანი საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საარჩევნო უბანზე მივიდა. პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე მართლაც ისტორიულია საქართველოსთვის. დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი. ჩვენი ქვეყნის ახალი თაობები უკეთეს გარემოში უნდა გაიზარდოს. ჩვენი ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. როგორც არასდროს, დღეს ჩვენი ხალხის სიბრძნესა და გონიერებაში, გამბედაობაში ვარ დარწმუნებული. ეს არის არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ სხვა თაობის ცხოვრებაზეც. დარწმუნებული ვარ დღეს იქნება მაღალი აქტივობა და ქართველი ერი აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე გაიმარჯვებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კომენტარი