სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავდარტყმულ ქალს კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდნენ, არსად რეანიმაციაში ადგილი არ იყო...გარდაიცვალა - მორიგი ტრაგედია

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მოქალაქეები საუბრობენ, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალური რესურსი სრულად ამოიწურა და ეს მხოლოდ კოვიდპაციენტებს არ ეხებათ.

ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ გონებადაკარგულ ქალს კლინიკიდან კლინიკაში მთელი დღის განმავლობაში დაატარებდნენ, რადგან არსად ადგილი არ იყო.

"ნაცნობის დედა კიბიდან გადავარდა და თავი დაარყა. გონება დაკარგა. დილიდან დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში და არსად რეანიმაციაში ადგილი არ იყო. საღამოს გვიან სადღაც გათავისუფლდა ადგილი, ოპერაციაც დაიგეგმა, მაგრამ გვიანი იყო უკვე. გარდაიცვალა. მთელი დღე დაიკარგა ხალხო, თავდარტყმულ გათიშულ ქალს საათობით ანჯღრევდნენ მანქანით. აქ მარტო კოვიდიანების გადაყვანა არ გადაყვანაზე აღარაა ლაპარაკი, ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში. აღარც კლინიკაა საკმარისი, აღარც ექიმი და ექთანი და აღარც მათი ენერგია. ჯოჯოხეთია ჩვეულებრივი",- წერს მოქალაქე "Facebook-ზე".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100