სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში ხანძარს 77 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მარტო ცხოვრობდა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე გურჯაანის სახანძროსთან ერთად, ყვარლისა და სიღნაღის ბრიგადებიც მუშაობდნენ, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100