სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილსააკაშვილი სტამბულში მკურნალობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

"თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია. შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს." - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100