
Yahoo!-ს გენერალური დირექტორი დაითხოვეს
კომპანია Yahoo!-ს გენერალური დირექტორი კაროლ ბერცი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ამ პოსტიდან გაათავისუფლეს.
Yahoo!-ს დროებით გენერალურ დირექტორად ფინანსური დირექტორი ტიმ მორსი დაინიშნა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ამ ორ თანამდებობას შეითავსებს.
კაროლ ბერცი Yahoo!-ს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა.
Yahoo! 1994 წელს დაარსდა და პოპულარულ საძიებო სისტემას ფლობს, ასევე მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ-მომსახურების ფართო სპექტრს.
როიტერი
კომენტარი