
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა პოლიტიკურ პარტიებთან საკორდინაციო შეხვედრები დაიწყო
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა პოლიტიკურ პარტიებთან საკორდინაციო შეხვედრები დაიწყო. პლატფორმის წევრები ყველა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ის სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
როგორც
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა ,
პლატფორმის მიზანია ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან,
"ჩვენ უნდა შევქმნათ თანამშრომლობის ფორმატი და ვუზრუნვეყოთ არჩევნების თავისუფალ
და სამართლიან პირობებში ჩატარება"- განაცხდა ურუშაძემ. როგორც სამოქალაქო პლატფორმა
20/20 - ის პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, ორგანიზაციის წარმომადგენლები
უკვე შეხვდნენ ალეკო ელისაშვილს და განიხილეს საარჩევნო სუბიექტების, მოქალაქეთა და
ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები, ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე
და საერთაშორისო სტანდარტებზე.
კომენტარი