
ანტიბაქტერიული ხსნარის დალევის შედეგად 3 კაცი დაიღუპა, ერთი კი დაბრმავდა
აშშ-ში რამდენიმე ადამიანმა ანტიბაქტერიული ხსნარი დალია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ნიუ მექსიკოში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ალკოჰოლიზმს უკავშირდება. დაშავებულებმა ხსნარი მასში შემავალი ალკოჰოლის გამო დალიეს. შედეგად, 3 მათგანი დაიღუპა, ერთმა მხედველობა დაკარგა კიდევ 3 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
კომენტარი