
ოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის პრესკონფერენცია
1 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი, გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი და იურისტი როინ მიგრიაული პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავა. მხარეები საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ. მისამართი: კოსტავას 75, სპორტის სასახლე, პირველი სართული, საკონფერენციო ოთახი. საკონტაქტო პირი: 595 881 888 მარიამი.
(R)
კომენტარი