
სროლა ზუგდიდში - პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე 50 წლის მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე 50 წლის მამაკაცი დააკავეს.
მას სამართლდამცველზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი