
საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს დაიწყება
საქართველო - ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები კვლავ TKT.GE-ზე გაიყიდება.
მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში გაიმართება. ბილეთი ფასი კი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში გაიმართება.
საქართველოს გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი