
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 272. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 443 მოქალაქე.
კომენტარი