სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში 3 მლნ დოლარის კაპიტალს დააბანდებს

სადაზღვევო ბიზნესის განვითარება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ახალი სამედიცინო კლინიკები – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

საფინანსო ორგანიზაცია კომპანიაში 3 მილიონი დოლარის კაპიტალს დააბანდებს. ახალი პროექტების დასაფინანსებლად სადაზღვევო კომპანია ამ ინვესტიციასთან ერთად საკუთარ სახსრებსაც ჩადებს. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ინვესტიციის მიზანი საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში ეს ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი პირველი პირდაპირი დაფინანსებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100