რიჩარდ ჰოლბრუკის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ამერიკელი დიპლომატი – რიჩარდ ჰოლბრუკი ოპერაციის შემდეგ კვლავ ვაშინგტონის ჰოსპიტალში იმყოფება. ექიმები აცხადებენ, რომ "თეთრი სახლის" მაღალჩინოსნის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.
სდაფსდფსდ
ჰოლბრუკი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებს, შეუძლოდ პარასკევს, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას შეიქმნა.
სდაფსდფსდ
ორშაბათს ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოდან მოდის დეპეშები და არ წყდება სატელეფონო ზარები ჰოლბრუკის მისამართით. სახელმწიფო მდივნის თქმით, სამწუხაროდ, ეს გზავნილები ადრესატამდე ვერ მივა, მის გამოჯანმრთელებამდე.
სდაფსდფსდ
მათ შორის, ვინც ჰოლბრუკს ავადმყოფობისას მხარდასაჭერად დაურეკა, იყვნენ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი.
სდაფსდფსდ
როგორც ცნობილია, რიჩარდ ჰოლბრუკი ის ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც საქართველოსადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევა. 2008 წლის აგვისტოში, ომის პირველივე დღეებში, ის საქართველოსადმი მხარდამჭერი გაბედული განცხადებებით გამოვიდა.
სდაფსდფსდ
ექიმები ჰოლბრუკის მდგომარეობას სიცოცხლისათვის სახიფათოდ აფასებენ.
კომენტარი