სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში დასვენებისას "მუსულმანური თვის" გატარება მოგიწევთ

თურქეთის ქალაქებს ყოველწლიურად მილიონიბით ტურისტი სტუმრობს.

ამის გამო, ქვეყანამ გადაწყვიტა, წლევანდელ სეზონზე, ვიზიტორებს ახალი სერვისი შესთავაზოს, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ნებისმიერი ადამიანის დასვენებას.

თურქები ტურიზმში ახალ მიმართულებას ნერგავენ, რომლის სლოგანია - „იგრძენი თავი მუსულმანად, ისლამის მიუღებლად.“

იდეის ავტორების განმარტებით, ტური მოიცავს ლოცვებს, (მათ შორის დილასა და შუაღამეს) და ისლამის გაკვეთილებს. ტურის მონაწილეებს, უარის თქმა მოუწევთ ალკოჰოლზე, ღორის ხორცის ჭამაზე, თუმცა მოწევა არ იკრძალება.

პროექტის ავტორი ბენ ბოულერი მიიჩნევს, რომ პროგრამა საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ჰორიზონტების გაფართოება და სხვა კულტურების შეცნობა.

ის დარწმუნებულია, რომ პროექტის მონაწილეები, შეძლებენ მიიღონ სასარგებლო გამოცდილება კულტურების კონფლიქტის პირობებში, რომელიც ამჟამად მსოფლიოში არსებობს.

ახალი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყება.

პროექტს „მუსულმანური თვე“ ეწოდება, თუმცა თავიდან ის მხოლოდ 9 დღე გაგრძელდება და შესაძლოა პერსპექტივაში 21 დღემდე გაიზარდოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100