სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე მიულოცა ზურა ხაჩიძემ შვილს ანასტასიას დაბადების დღე

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილი ანასტასია ხაჩიძე დღეს იუბილარია. ასე მიულოცა ზურა ხაჩიძემ შვილს დაბადების დღე:

ჩემო ანგელოზო ანასტასია! გილოცავ დაბადების დღეს! მინდა იყო ბედნიერი,გახარებული,ღვთისგან დალოცვილი.მადლობა უფალს და დედას შენი მოვლენისთვის ამ ქვეყანაზე.
მინდა გახსოვდეს და დაიმახსოვრო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ეს ჩემი მამაშვილური რჩევა და გაითვალისწინო.პატივი ეცი მამას და დედას,რათა შენც დალოცვილი იყო მათგან.მშობლის ლოცვა ძალიან ძლიერია და ისე როგორც მშობლებს არავის არ ეყვარები უფლის გარდა ცხოვრებაში.ისწავლე სანამ დრო გაქვს და სანამ ცხოვრება გაგირთულდება თავისი ყოფითი პრობლემებით.იყავი ზრდილობიანი,თავდაბალი,ყურადღებიანი,მოსიყვარულე და პოზიტიური.დაისახე მიზანი და მიახწიე წესიერი და პატიოსანი შრომით,სწავლით. მეტი დრო დაუთმე წიგნებს.მოექეცი ადამიანებს ისე როგორც შენ გინდა მოგექცენ ისინი.გახსოვდეს და გიყვარდეს შენი წინაპარი და სამშობლო.ისწავლე,იბრძოლე და იშრომე საქათველოსთვის.შენი წარმატებით შენს ქვეყანას წარმოაჩენ და მისი წარმატებაცაა.ყოველთვი ყველაფერში გახსოვდეს იცოდე ზომიერება,ზედმეტი არაფერი არ ვარგა.იყავი ობიექტური და ნუ განსჯი და განიკითხავ სხვას.საკუთარი თავი და ცოდვები განიკითხე შენს მოძღვართან.გახსოვდეს,რომ კვირაში ერთი დღე ღმერთან მიდი ეკლესიაში და ეზიარე. იცოდე ამას შენთვის აკეთებ და არა ღმერთისთვის.მოძებნე თავში ძალა იმისა რომ ილოცო მტრისთვისაც კი და შეგეძლოს პატიება ადამიანების.ცხოვრებაში გამოგადგება.კიდევ ბევრს დაგიწერდი მაგრამ დავიტოვებ სათქმელს ჩემთვისაც.:)))
მე შენ ძალიან მიყვარხარ გახსოვდეს სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის შენს გვერდით ვარ და შენზე ვფიქრობ.ვამაყობ შენით და უფრო მეტად მინდა ვიამაყო.შენ ხარ ჩემი წყალი,ჰაერი,სითბო,სიყვარული და შენს გარეშე მოვკვდები ამიტომ ძალიან გთხოვ გაუფრთხილდი საკუთარ თავს.მაპატიე თუ იმდენ დროს ვერ გითმობ რაც საჭიოა.ისიც მაპატიე თუ ვერ ვარ ისეთი მამა როგორიც უნდა ვიყო.შენ და მე საუკეთესო მეგობრებიც ვართ და მიხარია ეს ყველაფერი.მიყვარხარ მამუნი მთვარემდე,მზემდე.დაგიფაროს და დაგლოცოს ღვთისმშობელმა.წმინდა ანსტასიამ.ამინ …გკოცნი ბევრს შენი მამა.2017 წელი 7 აგვისტო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100