საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა, ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი
დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონები : ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ. მათ 6 ივლისს გამართულ ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს.
“ ეს გამარჯვება პირველ რიგში ძალიან დიდი ემოცია და ნაბიჯი იყო გაჩერებული წელიწად-ნახევრის შემდეგ. დიდი პრაქტიკა და მოსალოდნელი გამარჯვება იყო ჩვენთვის , თუმცა არა მსოფლიოსთვის. ნამდვილად არ ელოდებოდა უკრაინის უძლიერესი გუნდი ჩვენთან დამარცხებას,მიუხედავად ამისა საქართველოს პარაფარიკაობის გუნდმა შეძლო და დიდი ბრძოლის შედეგად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი და მადლობა ამ ემოციებისთვის ჩემს გოგონებს და ჩვენს მწვრთნელებს,რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენს განვითარებასა თუ შედეგზე. პარაოლიმპიადა ცალკე მოიაზრება ,გვირგვინია 4 წლიანი დაუღალავი შრომის, აუცილებლად მაღალი სინჯის მედლებს წამოვიღებთ ინდივიდუალურ ასპარეზობაში.“-განაცხადა ირმა ხეცურიანმა, რომელიც აჭარაბეთის საპატიო ელჩია.
აჭარაბეთი ულოცავს მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს ამ გამარჯვებას და პარაოლიმპიადაზე წარმატებებს უსურვებს!
კომენტარი