სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელმა 2 მილიონი დოლარი მოიგო ლატარიაში, თუმცა მის ასაღებად არც კი მისულა

ტექსასის შტატის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, რომლის ვინაობაც უცნობია, ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ფულის ასაღებად არც კი მისულა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფულის განაღდება 25 აპრილამდე იყო შესაძლებელი. შევსებული ბილეთის ექვსი ციფრიდან ხუთი დაემთხვა, რამაც ამერიკელს ჯეკპოტი მოაგებინა. აღნიშნული თანხა ტექსასის შტატის განვითარებას მოხმარდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოგებული ფულის პატრონი სამხედრო მოსამსახურეა და მოგების პერიოდში არ იმყოფებოდა შტატებში, ლატარიის კომპანია თანხას მაშინ გადასცემს, როდესაც ის დაბრუნდება ტექსასში, სხვა შემთხვევაში ჯეკპოტის განაღდების ვადა უკვე ამოწურულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100