სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!" - კალაძის მოულოდნელი კომენტარი ზოოპარკის დირექტორის განცხადებაზე

ზოოპარკის დირექტორის დაკითხვის ფაქტსა და მის მიერ პასუისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, მოქალქეები პროტესტს გამოთქვამენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კახი კალაძემაც.

„ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ დილას დატრიალებული ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე.

ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ - უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს როგორ მოხდა ეს ტრაგედია.

უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!

როცა ხდება ესეთი მაშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ესეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება.

მე ყოველთვის ვაამყობდი რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია.

ვწუხვარ, კიდევ ერთხელ სამძიმარი დღეს დაღუპულს...“ - წერს კალაძე პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100