„არა ჩემი სახელით“ - რიგითმა მუსლიმებმა ძალადობა დაგმეს
„არა ჩემი სახელით“ - აღნიშნული აქცია და იგივე სახელწოდების აპოლიტიკური ორგანიზაცია რიგითმა მუსლიმებმა ჩამოაყალიბეს და მათი მიზანია, დაანახონ მსოფლიოს, რომ ძალადობა არ არის სრულიად მუსულმანური სამყაროს მიზანი.
„ჩვენ ვართ მუსულმანები და ჩვენ ვეუბნებით არას ძალადობას!“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„სანამ პარიზის ტერაქტებში 1.8 მილიარდ მუსულმანს დაანადაშაულებთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ჩვენი 99,9% ეწინააღმდეგება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველანაირ დანაშაულს“ - წერს მუსულმანი ინტერნეტვასრკვლავი ომარ იმრანი.
ცნობისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაჯგუფებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება "მთავარ სამიზნედ". "ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, პარიზში განხორციელებული თავდასხმა "მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია".
საფრანგეთში კი სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, მან შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის ინფორმაციით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი კი დაშავდა.
კომენტარი