სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ აჩვენოთ ეს სტატია თქვენს ქმარს! - ერთგული ქმრის ცოლის 10 საიდუმლო

გთავაზობთ იმ ქალბატონების 10 საიდუმლოს, რომლებსაც მამაკაცები არასოდეს ტოვებენ.

წაიკითხეთ, გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ:

კაცი არ არის ცხოვრების აზრი, სამყაროს ცენტრი და ოცნების ზღვარი. გეთანხმებით სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა როდესაც ქალის ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, თუმცა არ ღირს კისერზე ჩამოკიდება, მის გარშემო ტრიალი, მასზე დამოკიდებულება, უბრალოდ იყავით მის გვერდით და დატკბით ამით, თუმცა თქვენს ცხოვრებაში სხვა ბევრი საინტერესო რაიმეც უნდა არსებობდეს.

ყოველ ქალს, თუნდაც მხოლოდ თეორიულად ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს კაცისგან წასვლა. ქალი უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, პროფესიაში შემდგარი. ასეთი ქალის დაკარგვის მამაკაცებს ძალიან ეშინიათ, რასაც ვერ ვიტყვით ქალებზე რომლებიც მამაკაცისთვის არის ტვირთი, რომელიც მთელი ცხოვრება ზურგით უნდა ატაროს.

ქალი ოჯახური კერის მცველი უნდა იყოს. უნდა აცხობდეს ნამცხვრებს ან მსოფლიოში ყველაზე გემრიელ კოტლეტს ამზადებდეს. გახსოვდეთ კაცი არასოდეს წავა იმ სახლიდან სადაც მას გემრიელად აჭმევენ და ყოველთვის ახვედრებენ დაუთოებულ პერანგს.

კაცი არ უნდა აბარებდეს მთელ ხელფასს ცოლს. ქალი კი არ უნდა იქექებოდეს მის ჯიბეებში, მაშინაც კი როცა იცის, რომ იქ ფულია.

ქალი არ არის მხოლოდ საყვარელი, მზარეული და დედა. ის აუცილებლად უნდა იყოს მეგობარი. მამაკაცს უჭირს სულიერი მარტოობის ატანა, მას სჭირდება ყოველდღიურობის განხილვა და რჩევების მიღება, თუნდაც წვრილმანებზე.

ქალი არასოდეს აღიზიანებს საკუთარ მამაკაცს. არ აწყობს სცენებს, არ ეჭვიანობს ავადმყოფურად, არ ანთხევს გარშემომყოფებზე საკუთარ ცუდ განწყობას, არ მანიპულირებს სექსით. ის ყოველთვის ირჩევს მოლაპარაკების გზას და თუ ამ გზამ არ გაამართლა ის მიდის.

ის ყოველთვის ისწრაფის იდეალურობისკენ. ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, ებრძვის საკუთარ ცუდ ჩვევებს. ხარჯავს ფულს საკუთარ თავზე და კარგი იმიჯი აქვს სხვა მამაკაცების თვალში.

ქალი უნდა იყოს სუსტი, მაგრამ არა აქვს უფლება იყოს ბრიყვი.

ქალს ძალიან უყვარს საკუთარი თავი, ამიტომ მარტივად და სრულყოფილად უყვარს საკუთარი მამაკაცი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100