დიანა ღურცკაიას ქმარმა, ტელეეთერში ოჯახური პრობლემები გაამხილა
„დიახ, ქორწილის შემდეგ პოპულარული მომღერლის ქმარს მეძახიან, არც თუ ისე ცუდი ტიტულია. მე ვამაყობ ამ სტატუსით. ვთვლი, რომ მხოლოდ სუსტ მამაკაცებს ახასიათებთ, ის, რომ რცხვენოდეს ცოლის მიღწევების და იმის, რომ წარმატებული ქალის ქმარს ეძახიან“ - ასე დაიწყო საუბარი რუსული შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავის დიანა ღურცკაიას მეუღლემ პიოტრ კუჩერენკომ გადაცემაში „პუსტ გავარიატ“. (პიოტრ კუჩერენკო წარმატებული ადვოკატი გახლავთ, ის ასევე არის კონსტიტუციური კათედრის პროფესორი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.)
ანდრეი მალახოვის სტუდიას ღურცკაია და მისი ოჯახი, მომღერლის 35 წლის იუბილეზე ესტუმრნენ. ცნობილი ტელეშოუს აღნიშნული გადაცემა მთლიანად დიანას მიეძღვნა.
მალახოვმა დიანასა და ანდრეის მათი სიყვარულის ისტორია მოაყოლა და გადაცემის წამყვანიც და სტუდიის სტუმრებიც გაოცებულნი იყვნენ იმ ფაქტით, რომ დიანა მომავალ ქმარს ქორწილამდე კოცნის უფლებას არ აძლევდა. ეთერში ასევე გაუშვეს ვიდეო მათი ქორწილიდან სადაც კადრში ჩანს, რომ რუსული „გორკას“ ძახილისას ღურცკაიამ ქმარს კოცნის უფლება არ მისცა.
„როგორც კოშმარი ისე წარმომიდგენია, რამდენჯერ მოუწევს ჩვენს მომავალ რძალს დედამთილისგან შემდეგი სიტყვების მოსმენა: „მე ჩემი ქმრისთვის ქორწილშიც კი არ მიკოცნია“. საქართველოში, სამეგრელოში აქვთ ეს ტრადიცია, არ კოცნიან ერთმანეთს ქორწილამდე, მე მაგალითად ეს არ ვიცოდი. ქორწილის შემდეგაც გვქონდა მსგავსი პრობლემები დიანას ტრადიციულობის გამო. თუმცა ძალიან ვაფასებ ჩემი სიმამრის მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით. მან დიანას უთხრა, რომ გათხოვების შემდეგ იმ ტრადიციებით უნდა ეცხოვრა რა ტრადიციებიც მისი ქმრის ეროვნებისთვის იყო მისაღები. შენ ახლა რუსი ხარ, რადგან რუსი ქმარი გყავსო ასე შთააგონა მამამისმა და ეს ძალიან პოზიტიური საქციელი იყო მისი მხრიდან“ - განაცხადა ღურცკაიას ქმარმა გადაცემაში.
პიოტრ კუჩერენკომ დიანას სხვა თავისებურებებზეც ისაუბრა. „წარმოიდგინეთ, როდესაც ისეთ კონცერტზე გამოდის სადაც ფონოგრამაა, დიანა ბრუნდება სცენიდან დაქანცული, მე ვეკითხები: რატომ ჩაიხლიჩე ყელი, ფონოგრამა იყო, შეგეძლო არ გემღერა. ის კი მპასუხობს, გაგიჟდი, შემთხვევით ფონოგრამა, რომ გამოირთოს მერე რას იტყვის ხალხი? ანუ რას ვამბობ, ფონოგრამა, რომ მიდის მაშინაც კი მღერის დიანა“-გაიხსენა პიოტრმა.
გარდა ამისა, ქართველი მომღერლის ქმარმა განაცხადა, რომ დიანა სულაც არ არის სუსტი არსება და ფეთქებადი ქართული ხასიათი აქვს, საშინლად ბუტიაა, არის ეჭვიანი და ქმარს სცენებს ხშირად უწყობს. „როცა ვჩხუბობთ პირველ ნაბიჯს მე ვდგამ, დიანა კი ზის გაბუტული სახით და ხმას არ იღებს. თუმცა მიუხედავას ყველაფრისა ის ჩემი უდიდესი სიყვარულია.“
„მე ძალიან მადლიერი ვარ პიოტერის, რადგან სინამდვილეში ჩემი ატანა ზოგჯერ არც ისე მარტივია“ - აღიარა დიანა ღურცკაიამ.
ღურცკაიას აღიარებას აღიარებითვე უპასუხა მისმა მეუღლემ და განაცხადა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ის არც ისე კარგად იქცეოდა. „არც მე მაქცს ტკბილი ხასიათი, მასაც უწევდა ჩემი შეცდომების ატანა. მაგალითად ბავშვის დაბადების შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო ჩემთვის. თეორიულად ასეა, რომ უნდა მეზეიმა ვაჟის დაბადება, მაგრამ სინამდვილეში ჩემთვის ვაჟი იყო, „პილიონკების“ სია, ათასი რამ ხდება ბავშვის დაბადების შემდეგ და ამ ყველაფერს დაღლილობა მოაქვს. ზაფხული იყო, ცხელოდა, მაგრამ კონდიციონერს ვერ ვრთავდით, ბავშვი არ გაცივებულიყო, ყოველ სამ საათში გაიღვიძე, მართლა მღლიდა ეს ყველაფერი და ვიგონებდი მიზეზებს, იმისათვის, რომ სახლიდან წავსულიყავი. საღამოს ზოგჯერ ნასვამი ვბრუნდებოდი და მხვდებოდა სცენები ჩემი საქციელის გამო, ეს კიდევ ცალკე სტრესტი იყო. მაშინ ვნანობდი, რომ მამა გავხდი, მაგრამ დღეისათვის ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ კიდევ გვეყოლება შვილები აუცილებლად.“ - განაცხადა ღურცკაიას ქმარმა, რის შემდეგაც ცოლს დაბადები დღის საჩუქარი, ძვირფასი ბეჭედი გადასცა.
მეუღლის საჩუქართან ერთად, მალახოვის სტუდიაში დიანა ღურცკაიამ შვილის, ძმისშვილისა და ნათლულის საჩუქარიც მიიღო. ქართულ ჩოხებში გამოწყობილმა პატარებმა სტუდიაში მთიულური იცეკვეს.
საქართველოს თემა გადაცემაში ამით არ დასრულებულა, გავიდა რეპორტაჟი ღურცკაიას მამის, სამეგრელოში მდებარე სახლიდან, სადაც ახლა დიანას უფროსი და და მამა ცხოვრობენ, სტუდიაში მიწვეული იყო დიანას დეიდა, რომელთანაც ის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ცხოვრობდა და რათქმაუნდა მისი უფროსი ძმა რობერტ ღურცკაია, რომელიც დიანას პროდუსერია და მის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ტელეშოუ „პუსტ გავარიატ“-ის ღურცკაიას 35 წლის იუბილისთვის მიძღვნილ გადაცემაში, საუბარი შეეხო ქართველ მომღერალ ირმა სოხაძეს (რომელმაც დიანა სცენაზე პირველად გაიყვანა) და დიანას ქართველ პედაგოგებს, რომლებიც მას უსინათლო ბავშვების სპეცსკოლაში ასწავლიდნენ. დიანა ღურცკაიამ ყველა მათგანი ძალიან დიდი სითბოთი გაიხსენა.
მალახოვის გუნდმა გადაცემის ნაწილი 2008 წლის ევროვიზიასაც დაუთმო, სადაც ღურცკაია საქართველოს სახელით გამოდიოდა და მე-11 პოზიციაზე გავიდა. ტელეწამყვანის კითხვაზე: განიცადეთ თუ არა დამარცხება, დიანას ნაცვლად მისმა მეუღლემ გასცა პასუხი.
„მთელი გუნდი ძალიან ნერვიულობდა, მე პირადად ვისკის ბოთლი გამოვცალე დაძაბულობისგან და როცა კონკურსის შედეგები გამოაცხადეს დამარცხებულები ტიროდნენ, განიცდიდნენ. დიანა კი იმდენად ძლიერი ადამიანია ის იყო პირველი, ვინც მივიდა გამარჯვებულ დიმა ბილანთან და წარმატება მიულოცა“ - ასე გაიხსენა ევროვიზიის ფინალი პიოტრმა.
კომენტარი