სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ გვინდა პარიზის, ლონდონის,მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა"

,,წინასაარჩევნოდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ კალაძის კანდიდატურას სხვა პიროვნულ ღირსებებთან და უპირატესობებთან ერთად, ევროპული ცხოვრებისა და ადამინებისათვის მუნიციპალური , თუ სხვა სერვისების მიწოდების ბუნებრივი ცოდნა ჰქონდა.

მას, მერად არჩევის შემდგომ არ მოუწევდა ევროპაში ქალაქ-ქალაქ სიარული , რათა გაცნობოდა იქაურ მიდგომებს.

ახლა, როდესაც კალაძე იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ტაქსებთან დაკავშირებით, ის ნაკარნახევია მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მრავალჯერ ნანახით, გასიგრძეგანებულით და არა ყურმოკრულ თუ გაგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მის მიერ ამ მიმართულებით შემოთავაზებული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ევროპული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკისა და ადამიანების მომსახურების თანამედროვე სტანდარტის დამკვიდრების პრინციპული მცდელობა.

მოუწესრიგებელი და არა ჰიგიენური ტაქსები , მხოლოდ უხიფათო როდია ჩვენი თანაქალაქელებისათვის, ეს ქვეყნის დამაზიანებელი სავიზიტო ბარათიც გახლავთ და ამაზე სამწუხაროდ არაერთ დედაქალაქის სტუმარს გაუმახვილებია ყურადღება.

ჩვენ გვინდა პარიზის, ლონდონის,მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა და დამერწმუნებით ეს არც თუ ისე რთულია, ქალაქის ხელისუფლების შესაბამისი ნების არსებობის ვითარებაში.

რადგან ასეთ ნებას თბილისის მერი ამჟღავნებს , ვფიქრობ თბილისელებმა მხარი უნდა დავუჭიროთ მას და მძღოლის როლში ვიქნებით, თუ მგვზავრის , უნდა გვესმოდეს , რომ საერთო საქმეს ვუდგევართ გვერდში”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100