სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოსნიელი სერბები აღარ გამართავენ კამათის გამომწვევ რეფერენდუმს

ბოსნიელ სერბთა ლიდერებმა გადაწყვიტეს აღარ გამართონ რეფერენდუმი, რომელიც ბოსნიაში პოლიტიკურ კრიზისს უქმნიდა საფუძველს. ამ განცხადებით ბოსნიელი სერბების პრეზიდენტი, მილორად დოდიკი გამოვიდა - ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ კეთრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა გაიმართა ბანია ლუკაში, ბოსნიაში არსებული სერბული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას დედაქალაქში.

დოდიკმა დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ეშტონისგან მიიღო გარანტია, რომ ყურადღება მიექცევა ბოსნიის სასამართლო სისტემის მიმართ სერბთა შორის არსებულ პრეტენზიებს. დაგეგმილი რეფერენდუმის დროს ბოსნიელი სერბებისთვის უნდა ეკითხათ, უჭერენ თუ არა მხარს ცენტრალურ ინსტიტუტებს. საყურადღებოა, რომ ამ ინსტიტუტებს ევალება ომის დანაშაულებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100