26 გარდაცვლილი და 3 270 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 3 270 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციას ემსხვერპლა 26 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 34 394-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843 ადამიანი აიცრა. სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა ბოლო 1 კვირაში 8,75 შეადგინა, ხოლო ბოლო 14 დღეში 7,58.
კომენტარი