ფოტო ამბავი - ნახეთ, როგორ შეუცვალა ნარკოტიკებმა მასწავლებელს ვიზუალი
36 წლის ბრიტანელ ელენორ პროკტორს ცხოვრება იდეალურად ჰქონდა მოწყობილი - ჰყავდა საყვარელი მეუღლე, ორი ქალიშვილი და მუშაობდა მასწავლებლად. თუმცა, ნარკოტიკების მოხმარების გამო ვერც ეს იდილია და ვერც ვიზუალი შეინარჩუნა.
ელენორი ბოლო 15 წელია ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა. ამ დროის განმავლობაში მისი ცხოვრება, ისევე როგორც ვიზუალი, რადიკალურად შეიცვალა. ერთი წლის წინ ის მეუღლეს გაეყარა და სიყვარულის მორიგი ობიექტი შეარჩია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მძარცველი იყო, სახელად პატრიკ ნიკოლსონი. მან ახალგაზრდა ქალი თავის საქმიანობაში ჩაითრია და ნარკოტიკების საშოვნელ ფულს ერთობლივი ძარცვით ახერხებდნენ.
ერთი კვირის წინ ელენორს ჩადენილი ძარცვისთვის ოთხი წელი მიუსაჯა სასამართლომ. მასთან ერთად გაასამართლეს პატრიკიც, რომელთან ერთადაც ქალი ბინებს ძარცვავდა.
კომენტარი