7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დაკავდით დაკარგული ნივთების მოძიებით, ასევე შეგიძლიათ მიუბრუნდეთ ძველ თემებს, ძველ ადამიანებს, იდეალებს, ცხოვრების მიზნებს, ამ საკითხში ახლა დრო თქვენი მოკავშირეა.
კურო
კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, რაც მეტად მოინდომებთ მით მეტად იქნება თვალსაჩინო ცვლილებები. მოემზადეთ სიახლეებისთვის. გაწერეთ ახალი გეგმები და სტრატეგია.
ტყუპები
შესაძლოა უჩვეულო, გაუთვალისწინებელმა მოვლენამ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. იყავით უფრო მოქნილი და შეხედეთ ყველაფერს ფილოსოფიურად.
კირჩხიბი
დღეს ახალი შემოქმედებითი ძალებითა და იდეებით აივსებით, თუმცა შესაძლოა საკუთარ თავთან განმარტოების სურვილიც გაგიჩნდეთ. გააანალიზეთ რა არის საჭირო თქვენი განვითრებისთვის და რას ჯობია გამოემშვიდობოთ სამუდამოდ.
ლომი
მოიცილეთ ყველაფერი მოძველებული თქვენს ირგვლივ, შექმენით კომფორტული, მყუდრო სივრცე, გაათავისუფლეთ გზა და სივრცე ახალი იდეების, ახალი გეგმებისა და სიყვარულისთვის.
ქალწული
შესაძლოა თქვენში ახალი უნარები აღმოაჩინოთ, ეს ეხება როგორც შემოქმედებით ასევე კულტურულ და სოციალურ სფეროებს. გაიხსენეთ ბავშვობა, მაშინდელი ინტერესები, შეგრძნებები და იმოქმედეთ.
სასწორი
დაუსრულებელი გადაადგილებები, ქაოსი, საქმიანი ქაღალდები, გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან გამკლავება არასასიკეთოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მეტად დაისვენეთ, მნიშვნელოვანი საქმეები კი სამომავლოდ გადადეთ.
მორიელი
იცხოვრეთ აწმყოთი და ნუ შეგაშფოთებთ მომავალზე ფიქრები. ნუ იქნებთ მესაკუთრე, იმოქმედეთ გონივრულად, თქვენს პასუხისმგებლობას სხვას ნუ დააკისრებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
მშილდოსანი
შესაძლოა არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, იყავით წინდახედული, შესაძლოა შექმნათ მნიშვნელოვანი და ღირებული რამ ან დაანრგიოთ ყველაფერი რასაც მიაღწიეთ. არჩევანი თქვენზეა.
თხის რქა
დიდი პასუხისმგებლობა გმართებთ მონდობილი საქმის მიმართ. შეეცადეთ გაამართლოთ სხვების მოლოდინი და თავი შეიკავეთ ავანტიურისა და ტყუილებისგან.
მეწრყული
ნუ აჰყვებით მაცდუნებელ წინადადებებს, ერიდეთ უცნობ ადამიანებს და დროებით დაივიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. განმარტოება და საქმეების გააანალიზება დღეს მხოლოდ სასიკეთო იქნება.
თევზები
ნუ ჩაერევით კონფლიქტურ სიტუაციებში და შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ უთანხმოებებს. დაასრულეთ ძველი საქმეები. იყავით თავდაჭერილი და დიპლომატიური ირგვლივმყოფებთან.
კომენტარი