ასე გამოიყურება ოცნების მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი... - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე
"ასე გამოიყურება ოცნების მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი", - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასე გამოიყურება ოცნების მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი.
ახლა ქართველი ხალხის განაჩენს დაელოდეთ. არასასიკვდილოს, ცხადია. უარესს - ისტორიულს!, - წერს ნიკა გვარამია.
კომენტარი