სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკაცრი დიეტების უშედეგობის მიზეზები

მუდმივი შიმშილის გრძნობა- ეს ერთადერთი არ არის, რასაც მკაცრი ,,დიეტების” დროს გრძნობთ. კვებისა და ცხოვრების ამგვარმა ექსტრემალურმა რეჟიმმა შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს თუ რატომ უნდა აარიდოთ თავი წონის კლების მოკლევადიან დიეტებს.

1- ენერგიის ნაკლებობა- ეს მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმი საკმაო რაოდენობით კალორიების მიღებას ვერ ახერხებს. ”თქვენ არ გაქვთ საწვავი , შედეგად მუდმივ დაღლილობას გრძნობთ”- ასე ხსნიან ამ მოვლენას მედიკოსები. იმისთვის, რომ მეტაბოლიზმის პროცესი სხეულში ნორმალურად მიმდინარეობდეს ქალმა უნდა მიიღოს 1200-1400 კალორია, ხოლო მამაკაცმა მინიმუმ 1600. თუ თქვენ დღის განმავლობაში ძლიერ სისუსტეს გრძნობთ ეს ნიშნავს, რომ საკმარისად არ იკვებებით. ასეთ შემთხვევაში უნდა გაზარდოთ კალორიების რაოდენობა – კალორიების ამ რაოდენობით მიღება წონაში კლებასაც უწყობს ხელს.

2- 24 საათი ფიქრობთ იმაზე თუ რა ჭამოთ. დიეტა, ანუ სწორი კვება – ეს არის ცხოვრების სტილის შეცვლა და არა იმაზე ფიქრი, რისი ჭამის უფლება გაქვს ან რისი არა. თუ ფსიქოლოგიურად არ განეწყობით, არაფერი გამოვა. ყველაზე დიდი ძალა წონის კორექციის დროს ფსიქოლოგიურ თავდაჯერებას აქვს. გამიჯნეთ ერთმანეთისგან საჭირო და უვარგისი საკვები და გახსოვდეთ, რომ კალორიულია ყველაფერი ის, რაც არაჯანსაღია.

3- საკვები დაყავით გარკვეულ ტიპებად- ნებისმიერი საკვები პროდუქტი შეიცავს გარკვეულ ვიტამინებსა და მინერალებს, რომელთა მიღებაც სხეულისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. იმისათვის, რომ წონაში კლების პროცესი სასიმოვნო იყოს, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი B ვიტამინზე, რადგან ის თქვენს განწყობას განაპირობებს. ამ ვიტამინის გარეშე ადამიანი დეპრესიისა და აგრესიულობისკენ ხდება მიდრეკილი.

4- უძილობა- მშიერი კუჭით დაძინება ძალიან რთულია, თანაც ,,მკაცრი დიეტა” კრძლავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის მშვიდ ძილს განაპირობებენ. თუ შემაწუხებელ შიმშილს გრძნობთ აუცილებლად მიირთვით მსუბუქად დაძინებამდე 2 საათით ადრე.

5- არ მიმართოთ ძალიან მკაცრ ხერხებს- თუ მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოზე მოხვდით ნურავის აგრძნობინებთ რომ დიეტაზე ხართ. მიირთვით, მაგრამ მცირე ოდენობით. თუ მიხვდით რომ გადაამეტეთ, განტვირთვის დღე მოიშველიეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100