სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაბრიელ ბერის ცხედრის პირველი ფოტო

მცხეთაში საფლავიდან ამოსვენებული გაბრიელ ბერის ცხედრის პირველი ფოტო ვრცელდება. წმინდანის ცხედრის ამოსვენების ფოტოს გვერდმა "რუსთავის სიონი" ავრცელებს.

წმინდანის საფლავის გახსნა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას პეციალური ჯებირებით არის შემოსაზღვრული და მისი გადალახვის საშუალება მომლოცველებს არ ეძლევათ.იქ მხოლოდ სასულიერო პირები და საპატრიარქროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია შსსამინისტროს საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები და თავდაცვის სამინისტროს უწყება.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძარშია დასვენებული. წმინდანის ნაწილები სპეციალურად გამზადებულ ხის ლუსკუმაშია ჩასვენებული. პარაკლისი უკვე მიმდინარეობს. როგორც ეკლესიაში აცხადებენ, სავარაუდოდ, კათოლიკოს-პატრიარქი ტაძარში არ მობრძანდება. ტაძარი სავსეა მომლოცველებით. პარაკლისზე რამდენიმე მღვდელთმთავარი იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100