სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 ივნისს ქუთაისში წვიმა და +28 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. სამივე ქალაქში სონოპტიკოსები წვიმიან დღეს პროგნოზირებენ.

მესტიაში დღისით წვიმა და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება და ქარიც იქროლებს.

ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

+33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად ქარიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება, ღამე კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში იწვიმებს და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +3 8 გათბება, მოსალოდნელია მზიანი დღე, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღრუბლიანი იქნება დღე, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100