სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე გურიაში იმსჯელეს

12 თებერვალს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ურეკი-შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის დირექტორი დავით ბერაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალსა და გურიაში ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს: „ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოპულარიაზაციას, ასევე ქართველი მსმენელისათვის სხვა ქვეყნების და მათ შორის მეზობელი ქვეყნების ხალხური შემოქმედების ნიმუშების უკეთ გაცნობას“. მნიშვენლოვანია, რომ ფესტივალი შეკვეთილსა და ოზურგეთში გაიმართება.

საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა, რომლის ხალხური შემოქმედების ნიმუშები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს გააცნობენ საკუთრი ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ცენტრალური და ადგლობრივი მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100