პირველად საქართველოში კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი ინოვაციური აპარატით
საქართველოში გაიხსნა დერმატოლოგიური კლინიკა „კანი“ რომელიც გვთავაზობს კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი ინოვაციური აპარატით.
რამდენად უსაფრთხოა, ვის შეუძლია დიაგნოსტიკის ჩატარება, კონკრეტულად რისი დადგენა შეიძლება აპარატით, ამ და სხვა კითხვებზე დეტალური ინფორმაციისთვის მივმართეთ კლინიკა “კანი”-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯერს – სანდრო ბოჭორიშვილს.
როდის გაიხსნა კლინიკა “კანი” და სად მდებარეობს?
კლინიკა კანი გაიხსნა 2014 წლის 25 სექტემბერს , მდებარეობს ჭავჭავაძის 7 ნომერში.
რატომ გადაწყვიტეთ ამ აპარატის ჩამოტანა ?
რატომ არის ეს აპარატი ინოვაციური და რას შეისწავლის ის ? რისი დიაგნოსტირებაა შესაძლებელი ?
სხვა კლინიკებში არსებობს ჩვეულებრივი ფოტოაპარატით და მობილური ხელსაწყოთი კანზე დიაგნოსტირება, რომელიც ადაპტირებული მეთოდია საქართველოში, თუმცა ეს არის დაბალი ხარისხის და დიდი გადიდების შემდეგ გარჩევადობას კარგავს, რა დროსაც დიაგნოზის დასმა რა თქმა უნდა ბევრად რთულდება.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და ჩაეწეროს ვიზიტისთვის, მხოლოდ ერთი ზარით.
არის თუ არა აპარატით სარგებლობა უსაფრთხო ?
კანის გამოკვლევა სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რადგან ის არ იყენებს ლაზერულ სხივებს და მხოლოდ ფოტოს გადაღებით შემოიფარგლება, ამის შემდეგ იწყებს ამ მაღალი ხარისხის ფოტოს პროგრამულად დამუშავებას.
აქვს ტუ არა გარკვეული შეზღუდვები ინოვაციურ აპარატს ?
დიაგნოსტირებისთვის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორია სიმაღლე, პაციენტი არ უნდა იყოს 1.30ზე (მეტრი და ოცდაათი) სმ-ზე დაბალი, ამ შემთხვევაში აპარატს არ შეუძლია მთლიანი დიაგნოსტიკის ჩატარება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია კონკრეტული ადგილები გადავიღოთ და ამის შემდეგ ავაწყოთ სრული ფოტო და დაამუშაოს პროგრამამ.
სხვა რომელ დაავადებებზე სთავაზობს გამოკვლევებს თქვენი კლინიკა ?
კლინიკაში შესაძლებელია ყველა კანის დააავადების მკურნალობა, კლინიკას ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა აქვს პეტერბურგის კათედრის პროფესორებთან, ასევე ახლო ურთიერთობა გვაქვს ფრანგულ კლინიკასთან, რომლებიც ჩართული არიან დიაგნოზის დასმის და მკურნალობის პროცესში. პაციენტები ხშირად საზღვარგარეთ მიდიან მსგავსი გამოკვლევისთვის, დღეს კი იგივე მომსახურებით შეუძლიათ საქართველოში ისარგებლონ ყველაზე დაბალი ფასით. ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს ექიმების კონსილიუმი, სადაც განიხილავენ ყველა პაციენტის მდგომარეობას და ერთობლივად იგეგმება მკურნალობის პროცესი. ასევე ეს პროცესი ონლაინ მიმდინარეობს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც პაციენტისთვის არ წარმოადგენს დამატებით ხარჯებს.
კომენტარი