სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერების ახალი მიღწევა - შესაძლოა ფილტვის დაავადებები საშიში აღარ იყოს

ამერიკელი მეცნიერების ახალი მიღწევა - ლაბორატორიული პირობებში მათ ადამიანის ფილტვები.

როგორც ცნობილია ექსპერიმენტის დროს გამოყენებულ იქნა, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვების დაზიანებული ფილტვები. მეცნიერებმა ერთი ფილტვებისგან აიღეს კარკასი, რომელზეც „დასვეს“ მეორე ფილტვის ქსოვილი. რის შემდეგაც ახალი ფილტვები მოათავსეს მკვებავ ნივთიერებაში, ერთი თვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ქსოვილმა გამრავლება დაიწყო თავად ფილტვებმა კი ზრდა.

რამდენიმე თვის შემდეგ მეცნიერებმა წარმატებით გაზარდეს კიდევ ერთი ფილტვი. ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილი ფილტვები ნამდვილისგან მხოლოდ ფერითა და რბილი კონსისტენციით გამოირჩევა.

აღნიშნული პროექტის შემდეგომ ეტაპზე მეცნიერები ხელოვნური ფილტვების ღორის ორგანიზმში გადანერგვასა გეგმავენ.

წარმატების შემთხვევაში ამ მიღწევამ შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100