"ერთადერთი და ჰყავდა... როგორ გაიმეტა ანგელოზივით გოგო?! გვეგონა თეა მაინც გადარჩებოდა, რადგან პულსი ესინჯებოდა" - ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობის ახალი დეტალები
დუშეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, 41 წლის ლაშა ქემბარაშვილი, რომელიც დედისა და დის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაშია ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. რაც შეეხება საზარელი მკვლელობის მოტივს, ამაზე ჭოპორტში მცხოვრებლებს საუბარი უჭირთ, ისინი მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გასრილის ხმა 08:00 საათზე გაიგეს. ქემბარაშვილის დედა ადგილზე იყო გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალს კი სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
"41 წლის კაცმა, საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა. ლაშას ცოლი არ ჰყავს, მშრომელი ბიჭია. დედა ადგილზე გარდაიცვალა. ერთადერთი და ჰყავდა, როგორ გაიმეტა?! ანგელოზივით გოგო იყო"- აცხადებს გარდაცვლილების ნათესავი.
კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ ჰყოფილა.
"აქ ვარო, არსად არ მივდივარო... გვეგონა თეა მაინც გადარჩებოდა, რადგან პულსი ესინჯებოდა"- აცხადებს მეზობელი.
კომენტარი