სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკვე მეცნიერულად დამტკიცდა, ფულს არ მოაქვს ბედნიერება

9 წლის განმავლობაში 18 ათასი ადამიანის გამოკვლევის შემდეგ, მეცნიერებმა ადამიანის ფინანსურ შემოსავალსა და ბედნიერების განცდას შორის დამოკიდებულება გაარკვიეს.

წლების განმავლობაში ხდებოდა კვლევაში მონაწილე ადამიანებზე დაკვირვება, მეცნიერები აკვირდებოდნენ იმას თუ როგორ იცვლებოდა მათი განწყობა ფინანსური შემოსავლის ზრდასა და შემცირების პარალელურად.

კვლევის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფინანსურად უზრუნველყფილი ადამიანი ბედნიერია მცდარი აღმოჩნდა.

ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგების თანახმად დაბალი ხელფასის მქონე ადამიანებისა და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული ადამიანების ბედნიერების კოეფიციენტი ერთმანეთისგან არ განსახვავდება.

სპეციალისტთა განმარტებით ადამიანის უბედურების მიზეზი არის არა დაბალი ხელფასი, არამედ დაბალი თვითშეფასება და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100