სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

43 წლის ასაკში ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცლებენ.

ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. შესრულებული აქვს 15-მდე როლი თეატრში.

ასევე მონაწილეობდა სერიალებსა და სხვა სატელევიზიო პროექტებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100