„ეს რევოლუციური კი არა, კონტრრევოლუციური საგადასახადო კოდექსია“
ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თავისი დანაპირების _ მეტი სამუშაო ადგილის შექმნის ასრულებას აპირებს. მოქმედი საგადასახადო კოდექსი ხელისუფლებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ამ დანაპირების შესასრულებლად, ამიტომ ახალ ცვლილებებზე დაიწყო ზრუნვა და საბოლოოდ 300-პუნქტიანი დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც, ბუნებრივია, უკვე სრულიად განახლებული საგადასახადო კოდექსის სახით იქნება პარლამენტის მიერ დამტკიცებული. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ადასტურებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი სწორედ მეტი სამუშაო ადგილის შექმნის სტიმულს მისცემს მეწარმეებს.
„ამ პროცესს ქმნის ლიბერალური ბიზნეს-გარემო, ასევე გადასახადის გადამხდელთა მხრიდან პატიოსანი ნაბიჯების გადადგმა. ამ კოდექსით უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს ახლებურად დაარეგულირებს და ეს ურთიერთნდობაზე იქნება დამყარებული, შესაბამისად, გაიოლდება ბიზნესის წარმოება ქვეყანაში“, – აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.
ცოტა ხნის წინ პრესის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ახალი კოდექსით პრესისთვის შეზღუდვების დაწესებას აპირებდა. კოდექსის პროექტით საგაზეთო რეკლამიდან შემოსავალი დღგ-თი უნდა დაბეგრილიყო. კონკრეტულად კი 169-ე მუხლში დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის ჩამონათვალიდან პრესა იყო ამოღებული. ბუნებრივია, ამან გაუგებრობა გამოიწვია.Aეს გამოიწვევდა პრესის ღირებულების გაძვირებას, რეკლამის ფასის გაზრდას, შემცირდებოდა რეკლამები და უბრალოდ, პრესა მოკვდებოდა. ატყდა თუ არა სკანდალი, ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ პრესას ძველ რეჟიმში ტოვებენ, ანუ შეღავათები დარჩება. რაც შეეხება მისი ჩამონათვალიდან ამოღებას, ეს იყო ტექნიკური შეცდომა.
ოპოზიციას საკმარისზე მეტი შენიშვნა აქვს ახალ კოდექსთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ადმინისტრირების სისტემის დახვეწისკენ ხელისუფლებამ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგა. „დრონი.ჯი“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრს, გურამ ჩახვაძესა და ასევე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს და ვიცე-სპიკერს, ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.

ჩახვაძე აცხადებს, რომ საბაჟო და საგადასახადო კოდექსი ერთიანდება, ეს ნორმალური პროცესია, რადგან გადასახადების სფეროში იქნება ერთიანი აღქმა. ასევე მეწარმისთვის პრაქტიკული თვალსაზრისითაც უკეთესია. მაგალითად, მეწარმეს როცა აქვს როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო ვალდებულება, უფლება მიეცემა საგადასახადო აქტივი გამოიყენოს საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად და პირიქით. ადრე მეწარმე ვალდებული იყო ყოველთვიურად შეეტანა გადასახადი, ახლა დაყოფილია კვარტალურად. ამის პოზიტივი ის არის, რომ თანხა, საბრუნავი საშუალება შეუძლია ამ ხნის განმავლობაში გამოიყენოს.
საგადასახადო სივრცეში გაჩნდება „საგადასახადო ომბუდსმენის“ ინსტიტუტი, რომელმაც უნდა დაიცვას გადამხდელთა უფლებები. მაგრამ მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს მთავრობა, რაც მიუღებელია, რადგან მისი დამოუკიდებლობა შეზღუდული იქნება. „მიმაჩნია, რომ თავად კანონპროექტში უნდა იყოს გაწერილი საგადასახადო ომბუდსმენის უფლება-მოვალეობები. შეიძლება ის პრეზიდენტმა დანიშნოს, მაგრამ კანონით უნდა იყოს დამოუკიდებელი“, _ აღნიშნავს ჩახვაძე.
შემოდის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი“, კერძოდ მიკრობიზნესი და მცირე ბიზნესის დეფინიციები. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით ამ ორი კატეგორიის ბიზნესს უწესდება შეღავათები.Mმიკრომეწარმე საერთოდ განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი 30 ათას ლარს არ აჭარბებს. უნდა ითქვას, რომ არსებული საგადასახადო კოდექსით ასეთი შეღავათით უკვე სარგებლობენ გარკვეული საქმიანობის მწარმოებელი მეწარმეები, ისე, რომ მათ შემოსავლებს ზღვარი საერთოდ არა აქვთ დაწესებული. რაც შეეხება მცირე ბიზნესს, აქ ზედა ზღვარი ახალი კოდექსით 200 000 ლარია და მათი დასაბეგრი შემოსავალი 3-5%-ზე მერყეობს. ახალი საგადასახადო პროექტით მკაცრდება და იზრდება საგადასახადო ტვირთი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსით საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული განათლების მომსახურება, განათლების საქმიანობისათვის იმპორტირებული გამოთვლითი ტექნიკა და დანადგარები განთავისუფლებულია დღგ-სგან, რაც ახლა პროექტით უქმდება. ეს ეხება ყველა დაწესებულებას საკუთრების ფორმის მიუხედავად.

ჯანდაცვის სფეროს რაც შეეხება, არსებული კანონმდებლობით სამედიცინო დაწესებულებები განთავისუფლებული იყო როგორც მოგების, ასევე ქონების გადასახადისგან და დღგ-სგან. ახლა ამ სამი შეღავათიდან რჩება მხოლოდ ქონების გადასახადი. არსებული საგადასახადო ნორმით სამედიცინო დაწესებულებას თუ აქვს სურვილი მოგების გადასახადით განსაზღვრული თანხით მოახდინოს თავისი საწარმოს რეინვესტირება, მაშინ ის თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. შემოთავაზებულ პროექტში ეს შეღავათი გაუქმებულია. მოქმედი საგადასახადო კოდექსით სამედიცინო დაწესებულება, შესაბამისად, სამედიცინო საქმიანობის ყველა სახეობა უპირობოდ განთავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, რაც ახალი საგადასახადო კოდექსით იცვლება და ახლა უკვე მთავრობა განსაზღვრავს დღგ-თი დასაბეგრი და დაუბეგრავი სამედიცინო მომსახურების სახეებს.
გურამ ჩახვაძეს მიაჩნია, რომ პრესის შეღავათების პოლიტიკამ რეგრესი განიცადა. ადრე ეს სფერო განთავისუფლებული იყო ქონების და მოგების გადასახადებისგან. მოქმედი საგადასახადო კოდექსით შეღავათი დარჩა დღგ-სთან მიმართებაში. ახალი პროექტით ამ მიმართებითაც უარესდება მდგომარეობა. უნდა ითქვას, რომ ასეთი საგადასახადო პოლიტიკით ჩვენი მოქალაქეებისათვის გაიზრდება როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის ხარჯები, რაც, ბუნებრივია, შეამცირებს ხელმისაწვდომობას თავისი უარყოფითი სოციალური შედეგებით.

„ახალ კოდექსს ზომიერ შეფასებას მივცემდი და არა რევოლუციურს, მას აკლია სრულყოფილება და თანმიმდევრულობა, რიგ შემთხვევაში მთავრობა იღებს პარლამენტის ფუნქციებს და რეალურ ეკონომიკურ ეფექტს არ უნდა ველოდოთ“, _ ასეთია გურამ ჩახვაძის შეფასება.
ლევან ვეფხვაძის მთავარი პრეტენზია განაკვეთებს ეხება. 30 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ინდმეწარმეები ისედაც განთავისუფლებული იყვნენ გადასახადებისგან.
ლევან ვეფხვაძის მთავარი პრეტენზია განაკვეთებს ეხება. 30 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ინდმეწარმეები ისედაც განთავისუფლებული იყვნენ გადასახადებისგან.
,,ახლა კი ტაქსის მძღოლს უნდა მოვთხოვოთ დააყენოს მრიცხველი და აღრიცხოს, ექნება თუ არა 30 ათას ლარზე მეტი მოგება. ეს არის არა რევოლუციური კოდექსი, არამედ რაღაცის ჩარჩოში მოქცევა“, _ მიაჩნია ვეფხვაძეს.
დღგ-თან დაკავშირებით, ამ გადასახადისგან განათლების სფერო განთავისუფლებული იყო, ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ გადასახადის გადახდა მოუწევთ. განათლება, ლევან ვეფხვაძის აზრით, შესამჩნევად გაძვირდება.
ჯანდაცვაც პრიორიტეტული სფეროა, აქაც სერიოზული პრობლემები გაჩნდება. დღგ-ით დაიბეგრება სამედიცინო აპარატურის შემოტანა ქვეყანაში. ჯანდაცვის მომსახურებაც გაძვირდება.
„მე ვთქვი, რომ ეს რევოლუციური კი არა, კონტრრევოლუციური კოდექსია. რევოლუციური იყო მაშინ, როცა თქვეს, რომ საშემოსავლო გადასახადის კლება მოხდებოდა. ამ კოდექსით მომავალ წელს ისევ 20%-ი იქნება ხელფასიდან დაქვითვა“, _ აცხადებს ვეფხვაძე.
კომენტარი