სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, გასულ ღამეს ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში - სოფელ ხინოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მოქალაქეების ინფორმაციით, ბიძგები დაბა ჩაქვში, ბათუმში, ქედასა და გურიაში იგრძნობოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, უწყებაში შეტყობინება არ შესულა, ასევე შეტყობინება არ შესულა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100