სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანში კიდევ 7 მიწისძვრა დაფიქსირდა - სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა ბიძგები განმეორდება

აზერბაიჯანში, ზაქათალასა და გახში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კიდევ 7 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა - ამის შესახებ ადგილობრივმა სეისმოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა. სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ მცირე მაგნიტუდის მიწისძვრები ამ რაიონში კიდევ გარკვეული დრო გაგრძელდება. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ზაქათალაში ჩავიდა, სადაც ძლიერი მიწისძვრის შედეგები დაათვალიერა, ზაქათალას რაიონში მიწისძვრამ შენობებში ბზარები გააჩინა და ნაგებობებს უმნიშვნელო დაზიანებები მიაყენა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100