სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, ივანიშვილის „პანორამა თბილისი“ მიუღებელია

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა "პანორამა თბილისის" პროექტის, რომლის იდეაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, წინააღმდეგია.

კერძოდ, თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა, რომ სმენია პროექტ "პანორამა თბილისის" შესახებ, 29%-ს კი არ სმენია.

აღნიშნული 71%-დან, 32%-ისთვის "პანორამა თბილისი" მისაღებია, თუმცა, 41%-ისთვის მიუღებელი. 26%-ს კი ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100